მთავარი იდეა ჩემი კავკასია
მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ინტერესი იმ გეოგრაფიული და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი რეგიონის შესახებ
რომელშიც ცხოვრობენ.
მნიშვნელობა\ აქტუალობა კავკასიის ერთიანობის იდეა საუკუნეებია აქუალურია კავკასიის ხალხებში, მაგრამ XIII საუკუნიდან მოყოლებული იდეა იდეად რჩება. განსაკუთრებული აქტუალობა ამ საკითხმა რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ შეიძინა.
მოსწავლეები შეისწავლიან გარემოს ,რომელშიც ცხოვრობენ და ისტორიულად ვითარდება მათი სახელმწიფო. შეისწავლიან კავკასიელი ხალხების ერთიანობისათვის ხელასაჭიდ გამაერთიანებელ ფაქტორებს.(ტრადიციები, წეს–ჩვეულებები, ცეკვა, მუსიკა და ასე შემდეგ.) ამავე დროს კვლევის შედაგად გამოიკვთება ხელისშემშლელი იდეურ პოლიტიკური ფაქტორები.( რუსეთის აგრესიული გეგმები და ეთნიკურ რელიგიური სიჭრელე)
მოსწავლეებს კავკასიის რეგონის მისი გეიგრაფიულ –ისტორიული წარსულის შესახებ აქვე გარკვეული ინფორმაცია.
მიზნები და შედეგები 1.ისტ. გეო. VIII.1.მოსწავლე აანალიზებსრუკებსადა სხვა ისტორიულ-გეოგრაფიულსაშუალებებს(ფოტოები,გრაფიკები,ცხრილები, დიაგრამები);ადგენსმარტივ რუკებს
2. ისტ. გეო. VIII.3. მოსწავლეშეისწავლის მოსახლეობის დემოგრაფიულმახასიათებლებს,განსახლებისთავისებურებებს,მიგრაციულ პროცესებს დაუკავშირებს მათ ეკონომიკურ განვითარებას
3. ისტ. გეო. VIII.7.მოსწავლე შეისწავლის კონფლიქტების მიზეზებს,განვითარებასა და შედეგებს
4. ისტ. გეო. VIII.8. ახასიათებს სამხრეთ კავკასიას
მოსწავლეები შეიწავლიან კავკასიის რეგიონს გლობალურად. გაიგებენ კავკასიელი ხალხების ურთიერთობის რთული და კეთილმეზობლური ეტაპების შესახებ.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან 4 კომპონენტით:
ჩართულობა–30%
პრეზენტაცია–30%
წერითი დავალებები–30%
ორგანიზებულობა–10%
რუბრიკებით;(რომლებიც შეთანხმებულია მოსწავლეებთან)
პრეზენტაციის რუბრიკა;
ჯგუფური მუშაობის რუბრიკა;
კომენტარებით;
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
კავკასიის რეგიონი:მდებარეობა და ტერიტორია;კავკასიის ბუნებრივი პირობები,რელიეფი და ჰავა;მდინარეები, ტბები, ტყეები;კავკასიის პოლიტიკური რუკის ფორმირება;შავი და კასპიის ზღვები;სამხრეთ კავკასიის ხალხები და ეთნოგრეფიული რაიონები;სოფელი კავკასიაში;კავკასიელი ხალხის ყოფა–ცხოვრება;საერთაშორისი ორგანიზაციები და კავკასია .
თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები.
რესურსი
სახემძღვანელო: „საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია/გეოგრაფია“
გამომცემლობა:“ლოგოს პრესი“
ავტორი:
ვ.ნეიძე; მ.სურგულაძე;
გ.ანჩაბაძე; მ.ბოკერია;
თ.უზუნაშვილი
მასწავლებლის წიგნი : გამომცემლობა:“ლოგოს პრესი“
ავტორი: ვ.ნეიძე; მ.სურგულაძე; გ.ანჩაბაძე; მ.ბოკერია;თ.უზუნაშვილი
რვეული,კალამი, ფანქარი,ცარცი, დაფა, თაბახის ფურცლები და ფორმატის ფურცლები.
მხატვრული ლიტერატურა:
1.ლ. ტოლსტოი „ჰაჯი–მურატი „
2. ალ.დიუმა: „კავკასია“
3.მარუაშვილი ლ., კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1
4.ბუნებრივი პირობების შესწავლის ისტორია, თბ., 1978
სლაიდ –შოუ : ბავშვების მიერ შექმნილი .
კომპიუტერი; ინრტერნეტი; პროექტორი
www.google.ge http://caucasus-spiders.info/
http://www.endemic-species-caucasus.info/
სასწავლო პროექტის მსვლელობა
მოსწავლეებს გავყოფთ ჯგუფებად .
თითოეულ გჯუფს ავარჩევინებთ საკვლევ თემას.
თემის გარშემო მივუთითებთ დამატებითი სახელმძღვანელოების და ინტერნეტ რესურსის მოძიებას.
მოძიებული მასალის .ანალიზის და უკეთ არქმის მიზნით სქემების ,დიაგრამების კედლის გაზათების გამოშვება. საქართველოში მცხოვრები ამა თუ იმ ეთნიკურ კავკასიელთან ინტერვიუ.
წარმოადგენენ სხვადასხვა თემაზე გამოფენებს.( ტანსაცმელი, ხელნაკეთი ნივთები, საყოფაცხოვრებო ნივთები, საკრავი ინსტრუმენტები) გადაღებენ ფოტოებს.
პროექტის მსვლელოის ვადა დაწყებიდან 2 თვე.
თავმოყრილი მასალას დახარისხების შემდეგ ატვირთავენ ბლოგებზე. მოხდება ბოგის პრეზენტაცია სკოლაში. მასწავლებლების მოსწავლეების და მშობლების წინაშე.
вторник, 11 мая 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)